რატი ბრეგაძემ რეგიონებში თანამშრომლებთან მომსახურების განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და ერეკლე ღვინიანიძე გორის იუსტიციის სახლსა და გომის საზოგადოებრივ ცენტრში იუსტიციის სამინისტროს რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რატი ბრეგაძე ცენტრის სამუშაო პროცესს ადგილზე დააკვირდა და თანამშრომლებისა და მომხმარებლების საჭიროებებს გაეცნო.

„იუსტიციის მინისტრმა გომის საზოგადოებრივი ცენტრისა და გორის იუსტიციის სახლის მენეჯმენტს მომსახურების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით კონკრეტული დავალებები მისცა და ამ მიმართულებით სამომავლო სამოქმედო გეგმა განსაზღვრა“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები