პრემიერმა სოფელ თხინვალში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ თხინვალში საჯარო სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 150 მოსწავლეზე გათვლილ შენობას აქვს სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. შენობაში დამონტაჟებულია გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები და სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სოფელ თხინვალს ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სკოლა ამ დრომდე არ ჰქონია და მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღონ განათლება.
პრემიერმინისტრთან ერთად, თხინვალის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები