ირაკლი ღარიბაშვილმა, „განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, „განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.

მისი თქმით, ქალაქ ოზურგეთში 1.9 მილიონი ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის, მათ შორის, 2 შენობის განახლება. გარდა ამისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2.6 მილიონ ლარს შეადგენს.
დაგეგმილია პარკის სრული რეაბილიტაცია, ატრაქციონების, განათებების, წყალარინების მოწყობა, ასევე, ამფითეატრისა და კაფის მშენებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები