ნინო ნადირაძე: სააკაშვილი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში, მიმდინარეობს კვლევები და როდესაც გვექნება კონკრეტული შედეგები, პაციენტის ნებართვით გავასაჯაროებთ

მიხეილ სააკაშვილს უტარდება კლინიკური კვლევები, მუშაობენ სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. როდესაც გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები, დაიდება და პაციენტის უშუალო ნებართვით, გავასაჯაროებთ, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი ამ დროისთვის თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული.

“ნებისმიერი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის უპირველესია. მთავარი, რითაც ვხელმძღვანელობთ არის – არ ავნო. შესაბამისად, ნებისმიერი ფრაგმენტულად მოწოდებული ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს, თუ ეს ეხება პაციენტის მდგომარეობას. მიხეილ სააკაშვილი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში. მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, მუშაობენ სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. როდესაც გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები, დაიდება და პაციენტის უშუალო ნებართვით, გავასაჯაროებთ.

ჩვენთვის ყველა ადამიანი, ყველა პაციენტი, მიუხედავად იმისა, ის არის მსჯავრდებული თუ თავისუფლებაზე მყოფი, ჩვენთვის ერთნაირად ძვირფასია, მათი პირადი მონაცემები არის ერთნაირად დახურული, თუ ისინი ამის გასაჯაროებას არ ისურვებენ. ბატონი მიხეილი კვლევის პროცესშია”, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები