რუსი ოკუპანტები “აზოვსტალის” დაკავების მცდელობებს აგრძელებენ და დილიდან სახმელეთო ოპერაციაზე გადავიდნენ.
ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრე ანდრიუშჩენკო წერს.
მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ოკუპანტები ქარხნის ტერიტორიაზე დადიან.
“თითქმის პირდაპირ ეთერში. სიტუაცია დღითი დღე რთულდება”, – წერს ის.
უკრაინის გენერალური შტაბის განახლებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთმა მარიუპოლის საარტილერიო და საჰაერო დარტყმები გააგრძელა, ამასთან, მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია”აზოვსტალზე”.
„ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში ცეცხლის ზრდას უნდა ველოდოთ“, – აცხადებენ გენშტაბში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge