უკრაინაში “ოკუპანტებთან თანამშრომლობის გამო” ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

ივანო-ფრანკოვსკის ოლქში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციების სიაში შეყვანილი, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მამუკა ონიანი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ონიანის დაკავება მოხდა ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ტერიტორიაზე „კრიმინალების წარმომადგენლებისა და დივერსიულ და ოკუპანტებთან თანამშრომლობაში მონაწილე პირების მხილების ფარგლებში“.

პოლიციაში ამბობენ, რომ მამუკა ონიანმა ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი 2013 წელს სტამბოლში მიიღო, ასევე, ის ტარიელ ონიანთან ნათესაურ კავშირში იმყოფება.

ამჟამად, უკრაინიდან მისი იძულებით გაძევების საკითხი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები