ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ ჩონცინგში მდებარე აეროპორტში Tibet Airlines-ის კუთვნილ თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და მას ცეცხლი გაუჩნდა.
ამის შესახებ Xinhua წერს.
აეროპორტის ცნობით, ბორტზე 113 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, 40 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
რეისი დღეს ადგილობრივი დროით 08:09 სრულდებოდა.
ამჟამად, აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.
ავარიის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.