ბულგარეთი რუსული „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, გაზს აშშ-სგან შეიძენს.
„როიტერსის“ ცნობით, როგორც ბულგარეთის მთავრობამ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შორის ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი აირის მწარმოებელმა უმსხვილესმა რუსულმა კომპანიამ, „გაზპრომმა“ ბულგარეთს გაზის მიწოდება 27 აპრილიდან შეუწყვიტა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბულგარეთმა გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარი განაცხადა.