რუსეთი გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც შეუწყვეტს

27 აპრილიდან რუსეთი გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც შეუწყვეტს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, გაზის  მიწოდების შეჩერების შესახებ ცნობა უკვე მიიღეს.

რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც განაცხადა, რომ „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეწყვეტს მის მიწოდებას.

ბულგარეთის სამინისტროს ცნობით, მათ უკვე მიიღეს ზომები მომარაგების ალტერნატიული წყაროს მოსაძებნად და ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის მოხმარების შეზღუდვა საჭირო არ არის.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილიდან რუსეთი გაზის მიწოდებას პოლონეთსაც შეუწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები