კელი დეგნანი: კერძო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა.
„მთავარი საკითხი არის ადამიანის ჯანმრთელობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ბატონი სააკაშვილის სამედიცინო დახმარება, რაც მას სჭირდება. ამაზე უნდა იყოს აქცენტი. ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა მისი გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება და შეფასდეს მისი მდგომარეობა. შემდეგი ნაბიჯი არის კვალიფიციური სამედიცინო პროფესიონალების მიუკერძოებელი შეფასება, რომლის ნდობაც ყველას შეუძლია. ასე რომ, შემდგომი სამოქმედო გზა შეიძლება, ჩამოყალიბდეს და განისაზღვროს, მაგრამ ფუნდამენტურად ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობასა და იმის უზრუნველყოფაზე, რომ ბატონმა სააკაშვილმა, ან მის მდგომარეობაში მყოფმა ნებისმიერმა მიიღოს ზრუნვა, რაც მას სჭირდება, უმთავრესი მნიშვნელობის უნდა იყოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.