ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ორი თვის განმავლობაში 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და 50 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით, 15 მილიონი ლარია გადახდილი.
„დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეებს თუ შევაჯამებთ, ამ თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა, ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად გადაიხადა, დაახლოებით, 15 მილიონი ლარი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.