იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებს.
შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა.
“ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო, ვმოქმედებთ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა “ვივამედში”, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა”, – განაცხადა ბრეგაძემ.