ზუგდიდში, სოფელ შამგონაში ავარიის შედეგად მოსწავლეები დაშავდნენ

ზუგდიდში, სოფელ შამგონაში ავარიის შედეგად სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ.

ავტომობილი, რომელშიც სამი არასრულწლოვანი იჯდა, ბოძს შეეჯახა.

დაშავებულთაგან ერთს დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა, ხოლო ორი
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების შეფასებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ჯერჯერობით, რჩებიან კლინიკაში, ერთს ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი, ხოლო მეორეს – მსუბუქ ფორმაში ტვინის შერყევა”, – ამბობენ ჰოსპიტალში.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ”კვირა” დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები