“სულ მალე ორი გამარჯვების დღე გვექნება” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს ნაციზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში თქვა.

”ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის, რაც ნიშნავს, რომ გავიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც რვა მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა.  ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება, ვიღაცას კი არცერთი არ შერჩება. მაშინ გავიმარჯვეთ. ამიტომ, ახლაც გავიმარჯვებთ. ხრეშჩატიკი იხილავს გამარჯვების აღლუმს – უკრაინის გამარჯვებას!”, – თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვიღაც იბრძვის „მეფისთვის, ფიურერისთვის, პარტიისა და ბელადისთვის“, “ჩვენ კი სამშობლოსთვის ვიბრძვით”.

“ჩვენ არასდროს გვიბრძოლია ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით საკუთარი თავისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, რომ ჩვენი წინაპრების გამარჯვება ამაო არ ყოფილიყო. ისინი ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და გაიმარჯვეს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, რაც ნიშნავს, რომ გავიმარჯვებთ… ჩვენ არ ვამბობთ “ჩვენ შეგვიძლია, გავიმეოროთ” მაშინდელი. იმიტომ რომ მხოლოდ გიჟს შეუძლია ომის 2194 დღის გამეორება. ის ვინც უკვე დღეს იმეორებს ჰიტლერის რეჟიმის საშინელ დანაშაულებს, ნაცისტურ ფილოსოფიას ბაძავს, აკოპირებს ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებდნენ – განწირულია. რადგან ის მილიონობით წინაპრის მიერ არის დაწყევლილი, როდესაც მან მათი მკვლელის მიბაძვა დაიწყო. და ამიტომ, ის ყველაფერს დაკარგავს”, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები