ხარკოვის რაიონში ოკუპანტებმა ეროვნული მუზემი დაბომბეს – დაშავებულია 1 პირი

ხარკოვის რაიონში, რუსმა ოკუპანტებმა გრიგორი სკოვოროდას სახელობის ეროვნული მუზეუმი გაანადგურეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ხარკოვის რაიონის, ზოლოჩივის თემის ხელმძღვანელი ვიქტორ კოვალენკო ავრცელებს.

ოკუპანტებმა მუზეუმზე პირდაპირი სარაკეტო იერიში 7 მაისს, გამთენიისას მიიტანეს. ჭურვი შენობის სახურავს მოხვდა, რამაც ხანძარი გააჩინა და დაწესებულების ყველა შენობა მოიცვა.

დაბომბვის შედეგად დაიჭრა მუზეუმის დირექტორის 35 წლის ვაჟი, რომელიც ღამე შენობას იცავდა. მამაკაცი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ექიმების თქმით, მას ფეხის ტრავმა აქვს მიღებული. ის ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები