ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.
გარდაიცვალა 22 წლის
ახალგაზრდა მამაკაცი.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით სოფელ ხაიშის მონაკვეთთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
ცხედარი მაშველებმა ხევიდან უკვე ამოასვენეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.
“კვირა” დეტალებს შს სამინისტროში არკვევს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაგაცნობთ.