ლევან იოსელიანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები იყო.

„გავიხსენეთ ის პროექტები, რაც თავის დროზე ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების საფუძველი გახდა, რომელიც ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები განვითარდეს და უფრო მაღალ დონეზე ავიდეს ორივე მხრიდან. მე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებთან საქართველოშიც და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანშიც გვქონდეს ის ურთიერთობა, რომელსაც ჩვენი ქვეყნები იმსახურებენ”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები