ხავიერ კოლომინა: NATO მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს უდიდესი დახმარება გაუწიოს

გადავწყვიტეთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ მხარდაჭერა იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც გვჯერა, რომ უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან ან უბრალოდ ფიზიკურად ახლოს არიან რუსეთთან – ეს ეხება საქართველოს, მოლდოვასა და კიდევ უფრო განსხვავებულია ბოსნია ჰერცეგოვინას შემთხვევა. სწორედ ამიტომ, ვმუშაობთ სპეციალურ ზომებზე ამ სამი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ “საქართველოს პირველ არხთან” საუბრისას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

მისი თქმით, NATO მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს უდიდესი დახმარება გაუწიოს.

“მე მესმის და ძალიან კარგად გავუგე ქართულ საზოგადოებას, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და უმაღლესი თანამდებობის პირებს, ვისაც შევხვდი პრემიერიდან დაწყებული, პარლამენტის წევრებისა და მინისტრების ჩათვლით, რომ ეშინიათ და შეშფოთებულები არიან რისკებით, რა მოხდება, თუ რუსეთი ფრონტის მეორე ხაზს გახსნის, როგორც ისინი ამბობენ. მაგრამ მე მჯერა, თუ რუსეთი ამ გზას აირჩევს, ეს სტრატეგიული შეცდომა იქნება. არ მჯერა, რომ ისინი ამის გაკეთებას აპირებენ ახლა.

ჩვენი შეფასებაა, რომ, რასაკვირველია, რისკები არსებობს, რისკები ყველგანაა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოსთვის უდიდესი დახმარების გასაწევად. ჩვენი ადგილზე ყოფნის ერთ-ერთი დადასტურებაა ჩემი პირადი ვიზიტიც გასულ კვირას, ცხადად გვეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ NATO რეალურად უჭერს მხარს საქართველოს და რისკები მაქსიმალურად შეგვემცირებინა“, – განაცხადა კოლომინამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები