“უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, ლავროვიც კი გაოგნებული იყო” – Bellingcat

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გეგმის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვა ინფორმირებული არ ყოფილა.

ამის შესახებ Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ხრისტო გროზევმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

“ლავროვსაც კი სჯეროდა ბოლომდე, რომ ეს იქნებოდა ომით დაშინების მსგავსი რამე, მაგრამ სინამდვილეში – მხოლოდ დონეცკსა და ლუგანსკში შესვლა. ის თავადაც შოკირებული იყო, როდესაც გაიგო, რომ ეს ნამდვილი ომი იყო”, – თქვა გროზევმა ლავროვის ქალიშვილთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის, რომ პუტინის გარემოცვას განცხადებებში დამაჯერებლობა აკლიათ, რადგან თავადაც არ სჯერათ, რასაც ამბობენ.

”სწორედ ამიტომაც ვხედავთ მათ სახეებზე ასეთ გამომეტყველებას. ამიტომაც აქვს პესკოვს ასეთი სახე. ძნელია, მას მშვიდი სახე უწოდო და თქვა, რომ მას სჯერა იმის, რასაც ამბობს. ასეთი რამე ადრე არ გვინახავს. მაგრამ, სამწუხაროდ, ელიტას ძალიან ეშინია“, – განაცხადა ჟურნალისტმა.

გროზევის თქმით, ელიტა ჯერ არ არის მზად პუტინს დაუპირისპირდეს.

„ცოტა ხნის წინ, მე და ჩემმა კოლეგებმა პუტინთან ძალიან დაახლოებული ოლიგარქების ჩანაწერს მოვუსმინეთ, რომელშიც ერთი ოლიგარქი მეორეს ეუბნება, რომ: “ჯობს, ამით მოკვდესო (რაღაც ავადმყოფობას ასახელებს), რადგან გაგვანადგურა, ის უკრაინას ანადგურებს, რუსეთს ანადგურებს”. აი, ასე ფიქრობენ. ანუ აქტიურად და პასიურად ფიქრობენ, როგორ დაასრულონ ეს“, – განაცხადა გროზევმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები