ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში გვიან ღამით, 70 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
დაზარალებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.