გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აპრილში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 188 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 188 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 40 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, 39 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 31 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში – 24, აჭარაში – 17, შიდა ქართლში – 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 10, ქვემო ქართლში – 8, გურიაში – 2, მცხეთა-მთიანეთში კი, 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა. რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის აპრილში, თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 211 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 60 ფაქტი.
ასევე, ამოღებულია 12 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა, – აღნიშნლია გავრცელებულ ინფორმაციაში.