კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია უკრაინასა და საქართველოში ყველამ შეწყვიტოს ურთიერთთავდასხმა – დეზინფორმაცია მხოლოდ რუსეთს ახარებს და მხოლოდ მის მიზნებს ემსახურება

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ შეწყვიტოს ურთიერთთავდასხმა. ასეთი ჩხუბი სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმ საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც მეზობელი რუსეთისგან მოდის.

„რაც შეეხება ურთიერთბრალდებებს უკრაინასა და საქართველოში გარკვეულ პირებს შორის, არ მსმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი საქართველოს ამ ომში ჩაბმას ცდილობდეს. მე მესმის, რომ ადამიანები ძალიან ფრთხილები და სენსიტიურები არიან იმ ფაქტის მიმართ, რომ თქვენს ტერიტორიაზე უკვე იმყოფებიან რუსული ძალები და საქართველოს აქვს რუსული ძალების მიერ მის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის მტკივნეული გამოცდილება.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ შეწყვიტოს ურთიერთთავდასხმა. ასეთი ჩხუბი სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს. დეზინფორმაცია მხოლოდ რუსეთს ახარებს და მხოლოდ მის მიზნებს ემსახურება. საქართველოსა და უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ერთად დგომა საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკი მეზობელი რუსეთისგან მოდის, რომელიც ცდილობს, წაგართვათ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები