ვინ დგას ბაკურიანის შეხვედრის უკან და რატომ არ პასუხობს „ქრონიკას“ „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრი“

„ქრონიკის” ბიურო ვაშინგტონში მეორე კვირაა, უშედეგოდ ცდილობს „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრთან“ დაკავშირებას. გაგზავნილი ოფიციალური წერილებისა თუ ოფისში სატელეფონო ზარების მიუხედავად, გადამღებ ჯგუფს პასუხი კითხვებზე ამ დრომდე არ მიუღია ორგანიზაციის ინიციატივით საქართველოში, ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგთან დაკავშირებით.

კერძოდ, ბიურომ ორგანიზაციას სთხოვა, მოეწოდებინა ოფიციალური ინფორმაცია, იყო თუ არა ეს ღონისძიება მათ მიერ ორგანიზებული, ასევე, ვისი დაფინანსებით ჩატარდა ტრენინგი, რა პროგრამით და ვინ იყო მონაწილეთა სიაში. ასევე, დაინტერესდნენ იმითაც, იგეგმება თუ არა მომავალში მათი ორგანიზებით ღონისძიების ჩატარება და რა მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები