ქობულეთში ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა – 6 დაშავებულიდან 2 არასრულწლოვანია

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ორი არასრულწლოვანი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი ქობულეთში, კლინიკა “ევექსში” გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები