ირაკლი ზარქუა: ვინ ეკითხება პოდოლიაკს, რას წარმოადგენს?! ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა, რომელიც ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვდა
“ომი გაქვს, უამრავი ადამიანი გეღუპება, უამრავი გამოწვევა აქვს უკრაინას, იცლიან და თან ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია”.
ზარქუას შეფასებით, პოდოლიაკი ჩვეულებრივი ვიგინდარაა.
“ომი გაქვს, უამრავი ადამიანი გეღუპება, უამრავი გამოწვევა აქვს უკრაინას, იცლიან და თან ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, ამბობენ – ხალხმა უნდა იმას ქნას, ის არ უნდა იყოს. ვინ ეკითხება პოდოლიაკს?! რას წარმოადგენს?! ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა, პირდაპირ გეტყვით, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხელისუფლებაში, ისიც და კიდევ ბევრი სხვაც”, – აღნიშნა ზარქუამ.