“სისულელეა” – კრემლი 9 მაისს მობილიზაციის გამოცხადებაზე
კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ,,სისულელეს,, უწოდებს გავრცელებულ ხმებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაბ9 მაისის აღლუმზე შესაძლოა, უკრაინას ომი “ოფიციალურად გამოუცხადოს” და ქვეყნის მასშტაბით მობილიზაცია გამოაცხადოს.
“ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ეს სისულელეა”, – თქვა პესკოვმა.
იმას, რომ პუტინი 9 მაისისთვის მსოფლიოს შესაძლოაზ “სიურპრიზს” უმზადებდეს, არ გამორიცხავენ არც დასავლელი პოლიტიკოსები, ექსპერტები, არც რუსი ოპოზიციონერები და იგივე დაზვერვა.
გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისთვის 9 მაისი გამარჯვების ძალიან დიდი სიმბოლოა, მოსალოდნელია, რომ პუტინმა ეს დღე რამდენიმე სცენარისთვის გამოიყენოს: ომი “ოფიციალურად” გამოაცხადოს(დღეს მხოლოდ “სპეცოპერაციაა); ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის ანექსია მოახდინოს; მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარება ამცნოს რუსეთის მოქალაქეებს.