პრეზიდენტი: ბერლინის კედელიც დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და არაფერია შეუძლებელი
ბერლინის კედელი ჩვენთვის ყველასთვის: უკრაინელების, ქართველებისა და მოლდოველებისთვის ყველაზე დიდი მაგალითია იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, რომ ყველაფერი მთავრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიაში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის ყველაზე დიდი იმედია.
“ბერლინის კედელიც დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და არაფერია შეუძლებელი!
გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის კითხვარი, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს ყველაზე დიდი იმედია! ამ ხალხმა ეს იმედი გაამართლა!”, – განაცხადა პრეზიდენტმა.