თბილისში მიმდინარე საქართველო-ჩეხეთის ბიზნესს ფორუმს, 200-მდე ქართული და ჩეხური კომპანია ესწრება

დღეს, თბილისში, საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი იმართება, სადაც 200 -მდე ქართული და ჩეხური კომპანია მონაწილეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება, მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარემ, მილოშ ვისტრჩილიმ და ჩეხეთის სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტმა, რადეკ იაკუბსკი.

ფორუმის შემდეგ ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები იმართება ჩეხურ და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შორის, სადაც კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ ინვესტიციები, იმსჯელონ სამომავლო თანამშრომლობაზე და გააფართოვონ ბიზნესი.

ფორუმზე მონაწილეობს 20-ზე მეტი წამყვანი ჩეხური კომპანია მშენებლობისა და დეველოპმენტის, მცირე ზომის ჰესების მშენებლობის, იურიდიული მომსახურებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, ეკო ტურიზმის, ტურიზმის, სამედიცინო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, სივრცითი დაგეგმარების, სატრანსპორტო სისტემების, ენერგომომარაგების, წყალმომარაგებისა და სხვა სექტორებიდან. ჩეხეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის მთავარი ამოცანაა საქართველოში პარტნიორების მოძიება, ინვესტიციებისა და ბიზნეს კავშირების გაღრმავება.

ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ქ.თბილისის მერიასა და კომპანიებს შორის. ღონისძიება საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო პალატების, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, ჩეხეთის ბიზნეს მისიის ფარგლებში, სასტუმრო „ბილტმორში“ იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები