ინფიცირების 908 ახალი შემთხვევა, 11 გარდაცვლილი – გასული კვირის კოვიდსტატისტიკა საქართველოში
25 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 908 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 11 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ვირუსისგან 1 289 პირი გამოჯანმრთელდა.
“ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 108 631 კვლევა ტესტით, მათ შორის 97 081 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 550 PCR ტესტით. უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-0.84%”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.