„სტალინის მსგავსი პარანოიკია, პუტინს დემენციის ადრეული სტადია აქვს” – კგბ-ს ყოფილი აგენტი

ყოფილი ორმაგი აგენტი, ბორის კარპიჩკოვი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაავადებები შესაძლოა, სპორტული ტრავმების შემდეგ განვითარდა და, პარანოისა და ღალატის შიშით, ის არცთუ ისე რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებს.

კგბ-ს ყოფილმა აგენტმა, რომელმაც დასავლეთში გაქცევა მოახერხა, თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ახლო წრე ამჯობინებს, საჯაროდ არ ისაუბროს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ საზოგადოების თვალში „სპორტსმენის“ იმიჯი არ შეილახოს.

ამის შესახებ The Sun-ი წერს.

62 წლის ბორის კარპიჩკოვმა, სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილმა თანამშრომელმა ჟურნალისტებს ინტერვიუში განუცხადა, რომ პუტინს აქვს დემენციის ადრეული ნიშნები: მას პარანოია და მოღალატეების შიში აგიჟებს.

მისი თქმით, პარანოიდი პუტინი ყველაში მოღალატეს ხედავს, ჯანმრთელობა კი მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული თემაა.

”ყოველ შემთხვევაში, ის გიჟივით იქცევა, აკვიატებით შეპყრობილია. ფაქტობრივად, ყველაში, მათ შორის, დაცვის წევრებში და ახლო წრეშიც მოღალატეებს ეძებს. იმდენად ეჭვიანია და აკვიატებით არის შეპყრობილი, რომ ამაში სტალინს ჰგავს”, – ამბობს აგენტი.

კარპიჩკოვის თქმით, პუტინს ბევრი დაავადება აქვს, მათ შორის, დემენციის და პარკინსონის დაავადების ადრეული სტადია.

“არ ვარ ექიმი, მაგრამ არსებობს სერიოზული შეშფოთება, რომ პუტინს სხვადასხვა დაავადება აწუხებს, რომლებიც შესაძლოა, ბავშვობაში მიღებული, სპორტული ტრავმების შედეგად განუვითარდა. ამ ყველაფერს ემატება ასაკთან დაკავშირებული დაავადებები, როგორიცაა დემენცია. ახლო წრეში ის ცნობილია იმით, რომ არაფერი ავიწყდება და შეუძლია, იმ ადამიანებთან დაკავშირებული უმცირესი დეტალებიც კი გაიხსენოს, რომლებსაც შეხვედრია”, – ამბობს კარპიჩკოვი.

რუსეთის პრეზიდენტის სიარულის მიხედვით, კარპიჩკოვი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება, იყოს პარკინსონის დაავადების ადრეული სტადიების ან სხვა სერიოზული ავადმყოფობის გამოვლინება, როგორიცაა ტვინის სიმსივნე.

ამასთანავე, ტეხასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, ერიკ ბაკი, რომელიც სპეციალიზებულია სხეულის ენასა და არავერბალურ გამოვლინებებში, ამბობს, რომ “პუტინი ახლა არც ისე კარგად გამოიყურება, თუნდაც, ორი წლის წინანდელთან შედარებით”.

ბაკიმ ყურადღება გაამახვილა კრემლში პუტინისა და შოიგუს შეხვედრის ამსახველ ვიდეოზე, რომელშიც მინისტრთან საუბრის დროს პუტინი მაგიდას იყო ჩაჭიდებული, ასევე, პროფესორმა ლუკაშენკოსთან შეხვედრა გაიხსენა, როდესაც ის კინაღამ დაეცა, მაგრამ მაინც ფეხზე იდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები