უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, უნგრეთმა იცოდა უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადების შესახებ.
„უნგრეთი რუსეთთან თანამშრომლობას ღიად აცხადებს. უფრო მეტიც, პუტინმა წინასწარ გააფრთხილა, რომ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმები იქნებოდა. თქვენ ნახეთ მისი პოზიცია“, – განაცხადა დანილოვმა.
მისი თქმით, უნგრეთს უკრაინის ტერიტორიის ნაწილთან დაკავშირებით გეგმები ჰქონდა.
„რატომღაც სჯეროდათ, რომ უკრაინას ტერიტორიის საკუთარ წილს წაართმევდნენ. ეს არასდროს მოხდება. ვნახავთ, ამ ქვეყნისთვის რა შედეგები მოჰყვება ამ ომს“, – განაცხადა დანილოვმა.