ალექსეი დანილოვი – რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება შეუძლებელია, საჭიროა მხოლოდ აგრესორის კაპიტულაცია

უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება შეუძლებელია.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დანილოვის თქმით, საჭიროა მხოლოდ აგრესორის კაპიტულაცია.

„რუსეთთან ჩვენ მხოლოდ მისი კაპიტულაციის ხელმოწერა შეგვიძლია“, – განაცხადა მან.

ამასთან, დანილოვს არ სჯერა საერთაშორისო პარტნიორების უსაფრთხოების გარანტიების და აღნიშნავს, რომ უკრაინის უდიდესი გარანტია „უკრაინელი ხალხის“ ძალაუფლებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები