თამარ ჩარკვიანმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან ონლაინ შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის წევრმა, თამარ ჩარკვიანმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე ისაუბრეს.
„ბატონი კუბილიუსი საქართველოს დიდი მეგობარია. შეხვედრაზე ჩემი, როგორც ოპოზიციონერის მხრიდან, აღვწერე საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ვითარება. საუბარი მქონდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარს ვაცნობე, რომ ამ ადამიანის დამძიმება ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სირცხვილი იქნება. მე იმედი მაქვს, ისინი მიემხრობიან იმ აზრს, რომ სააკაშვილი გადაყვანილ იქნეს კლინიკაში, სადაც მას გაეწევა სამედიცინო მომსახურება.
ასევე, ვუთხარი, რომ ჩვენი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს დასავლური ოჯახის ღირსეული წევრობისთვის”, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.