დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კითხვარს წარადგენს და უკრაინასა და მოლდოვას უერთდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ქართველი ერი ერთიანია.
“დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კითხვარს წარადგენს და უკრაინასა და მოლდოვას უერთდება. ეს არის ის, რაც ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი.
გილოცავთ!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის წევრობის შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.