საპენსიო რეფორმის სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი აშშ-ში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი და მთავარი სპეციალისტი ირაკლი ბურჭულაძე 21 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ ვაშინგტონში. მივლინების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე საპენსიო რეფორმის განხილვა,  ამერიკულ მხარესთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დაგეგმვა და კონკრეტული საპენსიო კუთხით გამოცდილების გაზიარება. ოთარ ძიძიკაშვილმა შეხვედრები გამართა ამერიკის ვაჭრობის, შრომის  და ხაზინის დეპარტამენტებში, ასევე საინვესტიციო და სადაზღვევო ფონდების ინსტიტუტებში და მსოფლიო ბანკში.
როგორც ოთარ ძიძიკაშვილმა აღნიშნა გამოცდილების გაზიარების მიზნით მნიშვნელოვანია ამერიკულ მხარესთან საპენსიო რეფორმის პროცესის განხილვა, კერძოდ კი საპენსიო ფონდების აქტივების გრძელვადიანი მართვის თანამედროვე მიდგომებისა და სტრატეგიების გაზიარება, რისკების მართვის პრაქტიკისა და საინვესტიციო რეგულაციების შესწავლა და ასევე ფონდებისფუნქციონირებასთან  დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების განხილვა. “საპენსიო ფონდების აქტივების მართვის კუთხით აშშ-ს განსაკუთრებული გამოცდილება გააჩნია და მათთანსაქართველოს საპენსიო რეფორმის განხილვა ძალზედ მნიშნველოვანია სისტემის შემადგენელი ელემენტების შემუშავების პროცესში” – განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები