სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჯვარცმის მინდორზე ტრადიციულად სახალხო დღესასწაული გაიმართა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯვარცმის მინდორზე, ტრადიციულად სახალხო დღესასწაული გაიმართა.
შეჯიბრებები მოეწყო მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში. დღე ლელო ბურთით დაგვირგვინდა.
მკლავჭიდში საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ:
I ადგილი – გოგა რუხაძე
II ადგილი გურამ ხუჭუა
III ადგილი – პავლე ფესვიანიძე.
ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულები არიან:
I ადგილი – დავით ბაღდავაძე
II ადგილი – გიორგი ჩხარტიშვილი
III ადგილი – პავლე ფესვიანიძე
დღის ბოლოს გამართულ ლელო ბურთზე, ბურთი ტრადიციულად წმინდა მღვდელმოწამე ნაზარი ლეჟავას სახელობის ტაძრის წინამძრვარმა, დეკანოზმა რომანოზმა (ნინუა) ააგდო.
ერთმანეთს ნინუაკუთხის და ნაბაკევის გუნდები ეჯიბრებოდნენ. ლელო ბურთის გამარჯვეული ნაბაკევი გახდა.
გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფულადი ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიალზე, პრიზიორებს ჯილდოები და შესაბამისი სიგელები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მოადგილეებმა ვლადიმერ ზაქრაძემ, გია მეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.
,,ტრადიციებზე დაფუძნებული მასობრივი სპორტის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია. თაობიდან თაობამდე გადაცემული ლელობურთი დავიწყებას არ მიეცემა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს. ხედავთ, რომ ბევრი ადამიანია ინტერესით შეკრებილი. მათ შორის, ბევრი ყველასათვის საყვარელი და ცნობილი სტუმარი გვყავს. ჩვენის მხრივ ყველანაირი პირობა შეიქმნება, რათა მსგავსი დღესასწაულების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდოს”,- განაცხადა დავით ბახტაძემ.