საქართველოში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 161 პირი, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 287 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 617 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 670 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 72 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 655 170
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 0.99% ხოლო 7 დღის მანძილზე – 0.85%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 161 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 198.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 810 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 72 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 41 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 7, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 2, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 4, კახეთი – 1, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 136 საიდანაც, 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 166, აჭარაში – 7, იმერეთში – 75. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 68 პირი, მათ შორის, თბილისში – 45, აჭარაში – 5, იმერეთში – 8. 849 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.