მამუკა მდინარაძე: ომის პარტია – „ნაცმოძრაობა“ სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა“
ომის პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ “ფეისბუქზე” დაწერა.
მისი თქმით, “ნაცმოძრაობა” ამ დრომდე არ წყვეტს ჰიბრიდული ომისა და შანტაჟის მცდელობებს.
“ომის პარტია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის “ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა”!
ამ დრომდე არ წყდება ჰიბრიდული ომი და შანტაჟის მცდელობები “ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობის” და მათი ლობისტების მხრიდან ერთადერთი მიზნით: საქართველო ჩაერთოს ომში.
მათი ყველა გზა ომში მიდის, ოღონდ საკუთარი სამშობლოს გაწირვის ხარჯზე!
ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ყველა გზა კი მშვიდობის, მშვიდობიანი დეოკუპაციის და განვითარების გზაა!”, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.