კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში 72 გამოვლინდა, აჭარაში – 5, იმერეთში – 27
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა – 5, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 4, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 7, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 280 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 312 საიდანაც, 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 163, აჭარაში – 9, იმერეთში – 72. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პირი, მათ შორის, თბილისში – 43, აჭარაში – 6, იმერეთში – 9. 1 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 945 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 800 გამოჯანმრთელდა, 16 807 კი, გარდაიცვალა.