გურამ მაჭარაშვილი: ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ყველას მიზანი ქვეყანაში არეულობაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ყველას, ვინც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ქვეყანაში არეულობა სურს.

“ყველა ის მოქალაქე თუ პოლიტიკური ძალა, რომელიც ითხოვს, რომ სააკაშვილი გამოვიდეს, რა თქმა უნდა, მიზნად ისახავს იმას, რომ როგორმე მოხდეს ქვეყანაში არეულობა.
ამისი მტკიცებულება გახლავთ მინიმუმ უკრაინის ერთ-ერთი თანამდებობის პირის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს რომ სააკაშვილი იყოს ხელისუფლებაში, ის ომს დაიწყებდა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა პერმანენტული აქციები დააანონსეს – იმ შემთხვევაში, თუ მას საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები