პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს

„ალბათ, მზად არის“, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, მკურნალობის მიზნით მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში, ყოფილი პრეზიდენტი მზად არის თუ არა ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს.

ცისკარიშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტის სიკვდილი ყველასთვის დამაზიანებელი იქნება.

„ალბათ, მზად არის, რადგან აქ სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. თუ ასე გაგრძელდა, როგორც არის, ადამიანი უბრალოდ აღარ იქნება, გარდაიცვლება, მოკვდება მიხეილ სააკაშვილი. შეიძლება იმდენი ესმის „ქართულ ოცნებას“, რომ მესამე პრეზიდენტის სიკვდილი მათთვისაც დამაზიანებელი აღმოჩნდება და ქვეყანა ძალიან დიდ ქაოსში და უბედურებაში ჩავარდება. ყველასთვის დამაზიანებელი იქნება და ისინიც ჩაყვებიან ამას, ხეირს და სარგებელს ვერ მიიღებს „ქართული ოცნება“. შუალედურად აკვირდებიან, რომ დაინვალიდებამდე მიიყვანონ. ამიტომ ვართ ჩვენ შეშფოთებულები და შეძრწუნებულები“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად მთავრობას ვადას ორშაბათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები