სალომე ზურაბიშვილი: საქართველო სოლიდარულია მოლდოვის მიმართ – ჩვენ საერთო ევროპული გზა გვაერთიანებს!
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოლდოველ კოლეგასთან, მაია სანდუსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველო სოლიდარულია მოლდოვის მიმართ.
„კონგრესში ყოფნისას, მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე ქვეყნის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი მქონდა. საქართველო სოლიდარულია მოლდოვის მიმართ – ჩვენ საერთო ევროპული გზა გვაერთიანებს!“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.