თამარ კორძაია – შსს-ს: ასეთი პასუხი დეპუტატს არ უნდა გასცე, ეს კვალიფიკაციაზე მიუთითებს

????????????????????????????????????

პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, სადეპუტატო შეკითხვების პასუხად აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პარლამენტის წევრები არაკომპეტენტურ პასუხებს იღებენ.

„სახელმწიფო დაწესებულებას ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შეკითხვა დავუსვი, უკრაინაში კონტრაბანდულ საქონლის გასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე – დაიწყო თუ არა, უკრაინულ მხარესთან, ოფიციალური კომუნიკაცია? შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისგან მივიღე პასუხი, რომ – „ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, უფლებამოსილი უწყებების მიერ კომპეტენციის ფარგლებში, გაკეთდა არაერთი ოფიციალური განცხადება”, – ასეთი პასუხი დეპუტატს არ უნდა გასცე, ეს კვალიფიკაციაზე მიუთითებს! შინაგან საქმეთა მინისტრი უსაფრთხოების საბჭოს წევრია და მის ინტერესშია დაამყაროს კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, თუ არსებობს ეჭვები, გააქარწყლოს და თანამშრომლობის ადეკვატური მზაობა გამოხატოს.

ბატონო შალვა, გთხოვთ, გააკონტროლოთ, დეპუტატებს როგორ პასუხებს გვწერენ მთავრობის წარმომადგენლები სადეპუტატო შეკითხვებზე”, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები