ოთარ დანელია: მიკრობიზნესის წამოწყების ხელშეწყობის პროგრამა ნამდვილად სახალხო პროექტია

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, მიკრობიზნესის წამოწყების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონში 3200 მეწარმეს შეუწყობს ხელს, განავითაროს მიკრობიზნესი, ნამდვილად სახალხო პროექტია და ადგილობრივი მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.
„მისასალმებელია, რომ პროგრამა მოიცავს როგორც ფინანსურ დახმარებას, ასევე ბიზნესის მართვის უნარების გაუმჯობესებაში ხელშეწყობას. კონსულტაციები და მიზნობრივი ტრენინგები ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სექტემბრიდან მეწარმეობის განვითარების სააგენტო სამთავრობო ინიციატივის, „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში იწყებს სახალხო პროგრამის განხორციელებას, რისი საშუალებითაც საქართველოს ყველა რეგიონში მიკრობიზნესი წახალისდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები