27 და 28 აპრილს ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის პირველი სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაცია და განხილვა გაიმართება
27 და 28 აპრილს, ევროკავშირის #EU4Culture პროექტის ფარგლებში შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის პირველი სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაცია და განხილვა გაიმართება.
“პრეზენტაციასა და განხილვაზე გიწვევთ როგორც ზუგდიდის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
შემოგვიერთდით და ერთად ვიმსჯელოთ ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე და საუკეთესო ვერსია შევიმუშაოთ!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეხვედრები ზუგდიდის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება (მისამართი: ზვიად გამსახურდიას გამზირი #45).
შეხვედრების განრიგი:
27 აპრილი – 15:00 საათი
28 აპრილი – 15:00 საათი
სტრატეგიის პირველ სამუშაო ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://docs.google.com