„თუკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმები ჩატარდება, უკრაინა დატოვებს მოლაპარაკებების მაგიდას“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუკი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდება ფსევდორეფერენდუმები, უკრაინა დატოვებს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდას. აღნიშნულის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„თუკი ჩვენს ხალხს  გაანადგურებენ მარიუპოლში ან თუ ჩატარდება ფსევდორეფერენდუმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაშინ უკრაინა დატოვებს მოლაპარაკების მაგიდას რუსეთთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები