უკრაინის მხარდაჭერის მიზნით „რამშტაინის“ ბაზაზე შეხვედრა 20-ზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა

20-ზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა მონაწილეობა კონფერენციაში, სადაც უკრაინის მხარდაჭერას განიხილავენ, რომელიც 26 აპრილს ჩატარდება გერმანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ კონფერენციაზე 40-მდე ქვეყანა არის მოწვეული. მაგრამ, მან არ დაასახელა თუ რომელი ქვეყნები დასთანხმდნენ შეხვედრას.

ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ 26 აპრილის მოლაპარაკებებზე უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო და ფინანსური დახმარების შესახებ ახალ განცხადებებს არ უნდა ველოდოთ.

“ჩვენ არ შევდივართ ამ საკითხში წინასწარ მომზადებული გადაწყვეტილებების კომპლექტით”, – ამბობს კირბი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები