„საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე შეზღუდვა აზერბაიჯანში მიღებულ კანონს უკავშირდება“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდა, განცხადებას გაავრცელებს. ქართული მხარე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე დაწესებულ შეზღუდვას საჩხერის “ჩიხურასა” და ბაქოს “ნეფთჩის” მატჩის შემდეგ მომხდარ დაპირისპირებას არ უკავშირებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტროს შესაბამის დეპარტამენზე დაყრდნობით, კომენტარი უკვე გააკეთა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა. მისი განცხადებით, შეზღუდვები აზერბაიჯანში მიღებულ კანონს უკავშირდება.
“როგორც შსს-ს სასაზღვრო დეპარტამენტი გვეუბნება, საზღვარი ჩაიკეტა მხოლოდ იმ მანქანებისთვის, რომლებიც არ შეესაბამება აზერბაიჯანის მიერ მიღებულ კანონს. ეს კანონი კარგა ხანია მიღებულია, დაანონსებულიც იყო, რომ პირველი აგვისტოდან იქნება შეზღუდვა”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, იმ ავტომანქანებს, რომლებიც აღნიშნული კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, საზღვარზე არანაირი შეზღუდვა არ ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები