რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვისას 1 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაკარგულად ითვლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სარაკეტო კრეისერის, „მოსკოვის“ ჩაძირვისას ერთი მეზღვაური დაიღუპა, ეკიპაჟის 27 წევრი კი დაკარგულად ითვლება.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, ეკიპაჟის 396 წევრი გემიდან ევაკუირებული იქნა.

ცნობისთვის, 15 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კრეისერი „მოსკოვი“ შტორმის დროს, ბუქსირებისას ჩაიძირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები