რუსული მედიის ცნობით, კრეისერი „მოსკოვი“ შტორმის დროს ჩაიძირა

რუსული კრეისერი „მოსკოვი“, რომელიც საბრძოლო მასალის აფეთქებით დაზიანდა, ბუქსირებისას ჩაიძირა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ბუქსირით პორტში გადაყვანის დროს კრეისერმა „მოსკოვი“, კორპუსის დაზიანების გამო, მდგრადობა დაკარგა, რაც ხანძრისა და საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მოხდა. შტორმის დროს, ღელვის შედეგად გემი ჩაიძირა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, 13 აპრილს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერ Москва-ს ნეპტუნის ტიპის რაკეტები მოარტყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები